გიორგი ვოლსკი: სკანდალურია, რომ ოპოზიციონერმა, რომელიც გააფთრებით ებრძოდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სკანდალურია, რომ ოპოზიციონერმა, რომელიც გააფთრებით ებრძოდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია.

“სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციონერი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დადგა იმ პოზიციაზე, როდესაც დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია. აი ეს არის სკანდალური, ოპოზიციონერის გამოჩენა ამ ფრთასა და სივრცეში”,- აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შესაბამისი გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის უნდა გადავადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები