ცაგარეიშვილი – მელიაზე: ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ, „ნაცმოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება

“არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას. ეტყობა, არ ემეტება”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას “ფეისბუქ” პოსტს.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებული მოვლენები პარტიული მასკარადია.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები