არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას განცხადება, რომ თითქოს მისთვის არაფორმალური მმართველობა მიუღებელია, არის თვალთმაქცობა

„ნიკა მელიას განცხადება, რომ თითქოს მისთვის არაფორმალური მმართველობა მიუღებელია, ეს არის თვალთმაქცობა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია.

“ახლა გახდა ეს მისთვის მიუღებელი, როდესაც თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია, მათ მომავლის ლიდერი არ ჰყავთ, მათ არ აქვთ იდეა, რის გარშემო შეუძლიათ გაერთიანდნენ. ერთადერთი, რაც დღეს პარტიაში აინტერესებთ ეს არის ძალაუფლების გადანაწილება, ისინი პოლიტიკურ ოფსაიდში არიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები