ჩიპი-სამაჯური ექიმებისა და მზარეულების სისუფთავეს შეამოწმებს

ამერიკულმა კომპანია IntelligentM-მ შეიმუშავა ორიგინალური სამაჯური, რომელიც ავლენს სამედიცინო მუშაკის არასაკმარისად ჯეროვან დამოკიდებულებას ჰიგიენის მიმართ.
მხოლოდ აშშ-ში საავადმყოფოს ინფექციის მიზეზით ყოველწლიურად 100 ათასი ადამიანი იღუპება. ხშირად ეს ინფექცია ვრცელდება იმის გამო, რომ პერსონალი არასაკმარისად ხშირად და გულდასმით იბანს ხელს. აშშ-ში საავადმყოფოში ხელის დაბანას თვალს ადევნებს სპეციალური თანამშრომელი, რომელიც, ჯაშუშური დეტექტივის გმირის მსგავსად, მალულად მუშაობს. მაგრამ ასეთი შემოწმების ეფექტურობა ძალიან დაბალია.
სამაჯური IntelligentM იძლევა სამედიცინო მუშაკის ხელის სისუფთავის შემოწმებას და ხელს შეუწყობს საავადმყოფოს ინფექციის სიხშირის შემცირებას.
IntelligentM სპეციალისტებმა ამ პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალურ ხერხს მიაგნეს. მათ მიერ შექმნილია ჰერმეტული სამაჯური ჩაშენებული RFID-ჩიპით, რომელიც იწყებს ვიბრაციას, თუ მედიკოსი პირად ჰიგიენას სათანადო ყურადღებას არ უთმობს. სამაჯური IntelligentM უწყვეტად აფიქსირებს ადამიანის ადგილმდებარეობას, კერძოდ, პირსაბანსა და სადეზინფექციო მოწყობილობასთან ყოფნის ხანგრძლივობასაც, ხოლო ჩაშენებული აქსელერომეტრი იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, რამდენად დიდხანს მედიკოსი ხელს იბანს. თუ ადამიანი ყველაფერს სწორად აკეთებს, სამაჯური ერთ მოკლე ვიბროსიგნალს გამოსცემს, თუ არასაკმარისად გულდასმით – სამ სიგნალს.
იმის გამო, რომ RFID-ჩიპიანი სამაჯურით შესაძლებელია მუშაკის გადაადგილების კონტროლი, ეს გარკვეული პროცედურის ჩატარებამდე (მაგალითად, კატეტერის ჩადგმა) დეზინფექციის ჩატარების აუცილებლობის შეხსენების საშუალებასაც იძლევა. გარდა ამისა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა შეძლებს სამედიცინო პერსონალის მუშაობაზე დაკვირვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ლაპარაკია პაციენტის სიცოცხლეზე. გარდა ამისა, IntelligentM-ის ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება საზოგადოებრივი კვების სფეროშიც. ამჟამად IntelligentM-ის პირველი რამდენიმე კომპლექტი გამოიყენება ფლორიდის შტატის სარასოტას საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები