„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის“ – რატი იონათამიშვილი დანილოვის განცხადებაზე

„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა, ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია“.

„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და ჭრილში. ამ განცხადებებს რადიკალური ოპოზიცია, როგორც წესი აღმერთებს ხოლმე, ადიდებს და ეთაყვანება. ახლაც საინტერესო იქნება, გამოვიდნენ და ან გაემიჯნონ, თუ არა საზოგადოება მათ შეაფასებს, როგორც ომის პარტიის ყველაზე რადიკალ წევრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები