საქართველოში პირველად Red Bull Soapbox Race – ყველაზე “შერეკილი რბოლა” გაიმართება
კვირას, 22 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, Red Bull Soapbox Race გაიმართება. არამოტორიზებულ ავტომობილებს შორის შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება.
ხელნაკეთი ავტომობილების დათვალიერება საგამოფენო ზონაში 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, შეჯიბრება კი 13:30 საათიდან დაიწყება.
- Red Bull Soapbox Race არამოტორიზებული ავტომობილების რბოლაა. ღონისძიებაში მონაწილე გუნდები საკუთარი ფანტაზიით და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით აწყობენ ავტომობილს.
- საქართველოში მონაწილეობა 250-მდე ეკიპაჟმა გამოთქვა, საიდანაც მონაწილეობის მისაღებად, 30 გუნდი შეირჩა.
- გუნდები შედგებიან მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი წევრებისგან. მათგან მხოლოდ ერთია ავტომობილის მძღოლი. დასაშვებია “შტურმანის” ყოლა.
- შეჯიბრის ტრასა სავსეა წინაღობებით და მთავარი გამოწვევაც ეს არის: ეკიპაჟმა გადალახოს დაბრკოლებები და ფინიშის ხაზთან მცირე დროში მივიდეს. თუმცა, ღონისძიების გამარჯვებული ყველაზე სწრაფი გუნდი არ არის.
- უმაღლესი ქულით ფასდება ის ეკიპაჟი, რომელიც ფინიშთან ყველაზე მცირე დროში მივა. ჟიური კი აფასებს ავტომობილის დიზაინს და რბოლამდე დადგმულ წარმოდგენას. გუნდებს პერფორმანსისთვის მხოლოდ 30 წამი აქვთ.
- Red Bull Soapbox Race -ს ჟიურის წევრები არიან: მევლუდ მელაძე, მუსია ქებურია, ირაკლი კაკაბაძე, ელენე რუხაძე, მერაბ ნუცუბიძე.
- გამარჯვებული ეკიპაჟი დაჯილდოვდება საოცნებო მოგზაურობით მათ მიერ შერჩეულ რომელიმე შეჯიბრებაზე (Formula 1, Moto GP, Hahnenkamm Race ).
- სახალისო და ექსტრემალური ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-მდე ღონისძიება გაიმართა.
- წელს Red Bull Soapbox Race -საქართველოში პირველად ტარდება.
Red Bull Soapbox Race-ზე დასწრება უფასოა.
შეჯიბრებაზე დასწრების მსურველებისთვის 12:00 საათიდან უფასო შატლები იმოძრავებს „ჰასკი მოტოპარკიდან“- მთაწმინდის პარკის მიმართულებით;
მაყურებლებს შეუძლიათ დატოვონ საკუთარი ტრანსპორტი „ჰასკი მოტოპარკის“ სადგომზე.
R