გიორგი ვოლსკი – პრეზიდენტის გამოსვლაზე: პოლიტიკურ თემაზე ხდება აპელირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას არა სამართლებრივ, არამედ – პოლიტიკურ თემებზე აპელირებდა.

„სამართლებრივმა თემამ მის გამოსვლაშიც, ისევე – როგორც მისი ადვოკატების გამოსვლაში სასამართლოში, გადაინაცვლა მეორე პლანზე და ძირითადად, პოლიტიკურ თემაზე ხდება აპელირება, რაზეც დაუსვეს კონკრეტული შეკითხვა, რომ პოლიტიკური ნაწილით თუ იმართლებთ თავს, რომ საქართველოსთვის სიკეთის ჩამოსატანად წახვედით, გვითხარით დეტალებში, რა წაიღეთ – იგივე პოზიცია, რაც გქონდათ, შემტევი და რეალობას დაპირისპირებული თუ რაიმე სხვა პოზიციით ჩახვედით, რით წახვედით და რა ჩამოიტანეთ უკან და ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა, რის გამოც მან პასუხებს თავი აარიდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები