ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ათობით ადამიანმა იორდანიაში ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გაბრაზებული ხალხი საელჩოს შენობასთან შეიკრიბა და მასში შეჭრა სცადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოს „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა.
Hundreds take to the streets in Ramallah shouting in "The people want the fall of the President," protesting Mahmoud Abbas' perceived inaction against the war between Israel and Gaza pic.twitter.com/vRFo7rA0iq
— Gianluca Pacchiani (@GLucaPacchiani) October 17, 2023