ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმოს

სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლომდე მოაწეროს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ხელშეკრულება წლის ბოლომდე გავაფორმოთ“, – თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის უარმა გრანადას დაგეგმილ შეხვედრაზე მათი მუშაობა არ გაამარტივა.

პრემიერის თქმით, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა სრულიად რეალური იქნება, თუკი ბრიუსელის შეხვედრებზე მიღებული პრინციპები ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. 5 ოქტომბერს ფაშინიანმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები