პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები