აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები