ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელში შოლცი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.

აერტოპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელი კოენი დახვდა.

ისრაელში ჩასვლამდე, შოლცმა ირანის ხელისუფლება და თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” კონფლიქტში ჩარევისგან გააფრთხილა.
“ჩვენ, ფედერალური მთავრობა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ, რათა ამ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება აღვკვეთოთ.
საერთო მიზანი გვაქვს. გვსურს, თავიდან ავიცილოთ ხანძარი და უფრო ფართო ომი რეგიონში”, – განაცხადა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები