ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა ოთხი ადამიანი მოკლეს, რომელიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას ცდილობდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელმა ისინი ტერორისტებად გამოაცხადა.
„ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა შენიშნეს ტერორისტული რაზმი, რომელიც ცდილობდა ლიბანიდან გადმოსვლას და ასაფეთქებელი მოწყობილობის დადგმას. მოკლულია ოთხი ტერორისტი“, – წერია განცხადებაში.