23 წლის ექიმი-ლეიტენანტი ამირ ზური – „შენ ყოველთვის ჩვენი მფარველი ანგელოზი იქნები“
23 წლის ამირ ზური, სეიერეტ მატკალის ელიტარული ქვედანაყოფის ექიმი, რომელიც 7 ოქტომბერს კიბუც კფარ-აზაში სხვების გადარჩენას ცდილობდა, დაიღუპა.
მისი დები და ძმები ჰყვებიან, რომ ის მხიარული ბავშვი, გამორჩეული მოსწავლე და გამოცდილი პიანისტი იყო.
„ის ყოველთვის ჩვენზე წარმატებული და ლამაზი იქნება“, – ამბობენ ამირის დედმამიშვილები.
მოზარდობის ასაკში ზური ეროვნული ჩემპიონი გახდა ზღვაოსნობაში ის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ოფიცრის კურსიც წარმატებით გაიარა.
როგორც მისი და-ძმა ამბობს, ახალგაზრდა კაცმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, რომელიც კი ოდესმე ცხოვრებაში ჰქონია.
„ამირ, შენ ყოველთვის ჩვენი ძალების წყარო იქნები, რათა გვჯეროდეს კაცობრიობის და გვჯეროდეს იმის, რომ სიკეთე მართლაც შესაძლებელია. ამირ, შენ ყოველთვის ჩვენი მფარველი ანგელოზი იქნები“
ზური უმცროსი იყო ოთხ და-ძმას შორის. იგი გააშის კიბუცში დაკრძალეს, სადაც მისი ძმა – ეიტანი რაბინად მსახურობს