ანალენა ბერბოკი 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, 8 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას „ჰამასის“ ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია.
„ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ისრაელს აქვს უფლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაიცვას თავისი მოქალაქეები ასეთი ბარბაროსობისგან“, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასი“ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევა აშშ-ის, ევროკავშირის, ისრაელისა და ასევე გერმანიის მიერ.