მედია: დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს განალაგებს

დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განალაგებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, როგორც ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობის საფრთხეებზე თვალყურის დევნებაა – მათ შორის, ისინი დააკვირდებიან ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემას.

ამასთან, დიდი ბრიტანეთი ისრაელის თავზე სათვალთვალო ფრენებსაც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები