ლოიდ ოსტინი ისრაელს ეწვევა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ოსტინის მოგზაურობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ისრაელში ვიზიტს მოსდევს, ასევე მოიცავს შეხვედრებს თავდაცვის ოფიციალურ პირებთან და ისრაელის ახალ საგანგებო მთავრობასთან.