თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმებში ირანის ჩართულობაზე აშშ-ს მტკიცებულება არ აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის უკან შეიძლება ირანი იდგეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი რაიმე ფორმით იყო ჩართული ამ თავდასხმებში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

კირბიმ დასძინა, რომ აშშ-ის ხელისუფლება აგრძელებს სიტუაციის მჭიდრო შეფასებას თეირანის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლა და ოპერაცია ალ-აქსას დაწყება გამოაცხადა. ამ ფონზე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები