თეთრი სახლი: პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს 27 ამერიკელი ემსხვერპლა

უახლესი მონაცემებით, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს 27 ამერიკელი ემსხვერპლა, 14 კი დაკარგულად მიიჩნევა, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ დაღუპული ამერიკელების რაოდენობა 27-მდე. მათი რიცხვი, ვისი ადგილსამყოფელიც უცნობია არის 14“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები