ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა, მათგან 447 ბავშვია

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 1417-მდე გაიზარდა, მათგან 447 ბავშვია და 248 ქალი.

ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 6268 ადამიანია დაშავებული.

მათივე ცნობით, ”ჯანდაცვის სისტემაში უკვე დაიწყო კოლაფსი. დაჭრილთა რაოდენობა აღემატება საავადმყოფოების შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გააფართოვეს და დაჭრილები დერეფნებში მოათავსეს“.

დადასტურებულია, რომ 1300-ზე მეტი ისრაელში მცხოვრები დაიღუპა ჰამასის თავდასხმების შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები