“ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ისრაელზე თავდასხმას ფიქრობს, ვაფრთხილებთ: ისრაელს მხარს შეერთებული შტატები უჭერს” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროს ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ ის ისრაელში არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არამედ, როგორც ებრაელია წარმოდგენილი.

„ბაბუაჩემი, მორის ბლინკენი რუსეთში გაიქცა, მამინაცვალი ოსვენციმს გადაურჩა, ასე რომ, პრემიერმინისტრო, პირად მაგალითებზე მესმის ის სულისშემძვრელი გამოძახილი, რომელიც “ჰამასის” ხოცვა-ჟლეტას მოაქვს ისრაელელი და მთელი მსოფლიოს ებრაელებისთვის“, – თქვა მან.

ბლინკენის თქმით, “მე ასევე აქ ვდგავარ, როგორც ქმარი და მცირეწლოვანი შვილების მამა. შეუძლებელია, მოკლული ოჯახების ფოტოებს უყურო და საკუთარ შვილებზე არ იფიქრო. “ჰამასის” სასტიკი არაადამიანობა ISIS-ის ყველაზე უარესს ქმედებებს ჰგავს”.

რაც შეეხება ისრაელისადმი აშშ-ს გზავნილს, რომლითაც ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „მესიჯი, რომელიც ჩამოვუტანე ისრაელს, ასეთია: თქვენ შეიძლება იყოთ საკმარისად ძლიერი, რომ დაიცვათ თავი. მაგრამ, სანამ ამერიკა იარსებებს, თქვენ არასოდეს მოგიწევთ ამის გაკეთება. ნებისმიერ მოწინააღმდეგეს – სახელმწიფოს, თუ არასახელმწიფოს, რომელიც ფიქრობს, ისარგებლოს ამ კრიზისით ისრაელზე თავდასხმისთვის, მკაფიო გაფრთხილებას ვუგზავნით: არ გააკეთოთ ეს. ისრაელს მხარს შეერთებული შტატები უჭერს”.

ენტონი ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ისრაელში “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დადასტურებულია აშშ-ის 22 მოქალაქის დაღუპვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები