ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება – მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს

ისრაელის არმია ღაზას სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამის შესახებ მედიას არმიის სპიკერმა, რიჩარდ ხეხტმა ​განუცხადა.

”ველოდებით, რას გადაწყვეტს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო სახმელეთო შეტევაზე. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის… მაგრამ ჩვენ ვემზადებით სახმელეთო მანევრისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – თქვა მან.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის საზღვრის გასწვრივ ათიათასობით სამხედრო განათავსა და აგრძელებს საჰაერო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს “ჰამასის” ინფრასტრუქტურის, სარდლობის და ოპერაციული ცენტრების განადგურებას.

”ომის შემდეგი ფაზებისთვის ვემზადებით. ოპერაცია შესაძლოა, განხორციელდეს ჰაერიდან ან იყოს კომბინირებული ზღვიდან და ჰაერიდან“, – თქვა ხეხტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები