“რუსეთს “უპრობლემოდ” ექნება საკმარისი რესურსი 2025 წლამდე საბრძოლველად” – ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, სამხედრო ოპერაციები 2025 წლამდე „უპრობლემოდ გააგრძელოს“.
„უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს შეუძლია არმიის სამხედრო პერსონალით შევსება დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მოსკოვის ეკონომიკური მდგომარეობა და ტექნიკური შესაძლებლობები არც ისე ძლიერია.
“ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს უპრობლემოდ შეუძლია, ომი 2025 წლამდე გააგრძელოს. აღჭურვილობის მოცულობის მხრივ – მაქსიმუმ 2026 წლამდე. შესაძლოა, ცოტა უფრო სწრაფადაც, რადგან ტექნიკის აღდგენის მაჩვენებელი, რომელიც ახლა აქვთ, არცთუ ისე მაღალია. ანუ, საშუალოდ სადღაც 2025 წლამდე ავდივართ. ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე, აშკარად უფრო დიდხანს შეძლებენ”, – თქვა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინასაც აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არმიის შესავსებად.
„ვინც უნდა თქვას, თუ ერთობლივად შევაფასებთ ჩვენს ადამიანურ რესურსებს, დიდხანს შევძლებთ. ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, არის თუ არა მზად რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე წასასვლელად? ფაქტობრივად, მობილიზებულების ხარჯზე იბრძვიან, გრძნობენ საბრძოლო მასალის ნაკლებობას, იარაღის ნაკლებობას“, – განაცხადა ბუდანოვმა.