შოლცი აცხადებს, რომ “ჰამასის” თავდასხმაზე პასუხისმგებელი ასევე ირანია
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმაში ირანიც დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან ბუნდესტაგში გამოსვლისას თქვა, წერს Spiegel.
”ჯერჯერობით არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი “ჰამასის” ამ მხდალ თავდასხმას. მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის მხარდაჭერის გარეშე, “ჰამასი” ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე”, – დასძინა მან.
შოლცმა თქვა, რომ ფედერალური მთავრობა ბევრს მუშაობს “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.
“ვშიშობთ, რომ “ჰამასი” გააგრძელებს მათ ცოცხალ ფარად გამოყენებას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის ისრაელთან მჭიდრო კოორდინაციით და აუცილებელი კონფიდენციალურობით”, – თქვა შოლცმა.
კანცლერმა ისრაელს ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერასაც დაჰპირდა.