მალხაზ კუხაშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიხსნება
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მალხაზ კუხაშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გრაფიკოსი, კინოსა და ტელევიზიის მხატვარი მალხაზ კუხაშვილი 1968 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში, არის საქართველოს მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში, არის ჟურნალ „დილას“ საპატიო მხატვარი.
მალხაზ კუხაშვილი არის:
საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ტელეფილმების სტუდიის დამდგმელი მხატვარი, 1968 წლიდან – დღემდე;
1982 -1994 წ.წ.- საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვარი;
ტელეკომპანია „მე-9 არხი“ – დამდგმელი მხატვარი – 1995-1997 წ.წ.
ტელეკომპანია „იმედი“ – 2001-2007 წ.წ. – დამდგმელი მხატვარი;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1970 წლიდან – დღემდე – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე მიწვეული მასწავლებელი.
თბილისის სამხატვრო აკადემია – 1994 -2005 წ.წ. – პედაგოგი;
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი – 1997-2007 წ.წ.- პედაგოგი
საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
პერსონალური გამოფენები:
მხატვრის სახლი – 1983 წ.
„მზიური“, მოსკოვი – 1989 წ.
ეროვნული გალერეა – 1996 წ.
„ორიენტი“ – 2002 წ.
TMS გალერეა – 2005 წ.
„ბაია გალერეა“ – 2008 წ.
„გალერეა კოპალა“ – 2010 წ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი – 2012 წ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი – 2015წ.
საქართველოს მხატვართა კავშირი – 2017 წ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ – 2017 წ.
საქართველოს I არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი – „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ – 2017წ.
საქართველოს I არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2021 წ.