ენტონი ბლინკენი ისრაელშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩაფრინდა, რომელსაც აეროპორტში რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი – ელი კოენი დახვდა.

აშშ-ის პირველ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბლინკენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ენდრიუს ბაზაზე თვითმფრინავში ასვლამდე მან თქვა, რომ ისრაელში „შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის ძალიან მარტივი და მკაფიო გზავნილით მიემგზავრება, რომ “შეერთებული შტატები  დგას ისრაელის გვერდით”.

13 ოქტომბერს ბლინკენი ამანში გაემგზავრება, სადაც შეხვდება იორდანიის მაღალჩინოსნებს, ასევე, პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, რომელიც ადგილზე დელეგაციასთან ერთად ჩავა, რომელშიც შედიან დაზვერვის უფროსი – მაჯედ ფარაჯი და აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი – ჰუსეინ ალ-შეიხი.

11 ოქტომბერს ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები