გერმანია ისრაელს სამხედრო დახმარებას გაუწევს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გეგმავს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, – წერს Reuters-ი.

მისი თქმით, ისრაელის მოთხოვნის შესაბამისად, გადასცემს Heron-ის ორ დრონს.

“გარდა ამისა, არის მოთხოვნები გემებისთვის საბრძოლო მასალის შესახებ, რასაც ახლა განვიხილავთ ისრაელელებთან. ჩვენ ისრაელის მხარეს ვდგავართ”, – ხაზგასმით აღნიშნა პისტორიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები