ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა, მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ისრაელიდან ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.
მგზავრების ინფორმაციით, ისრაელში დაძაბული ვითარებაა. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ისრაელში ისმის სროლის ხმები, დაფიქსირდა საცხოვრებელ სახლებში შეჭრის შემთხვევებიც.