მედია: ეგვიპტე „ჰამასთან“ უცხოელ მძევლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს

ეგვიპტე „ჰამასთან“უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-არაბია“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეგვიპტე მოლაპარაკებებს გამართავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით“, – იუწყება ტელეარხი.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები