ქართული ტანსაცმლის ბრენდმა “სმაკი” Charlotte Seen Fashion Week-ზე მიიღო მონაწილეობა

 

ქართული ტანსაცმლის ბრენდი SMAKI ორშაბათს Charlotte Fashion Week-ზე გამოჩნდა. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას ადგილობრივი და რეგიონალური მოდელებისთვის, მოდის დიზაინერებისთვის, თმისა და მაკიაჟის არტისტებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი ათასობით მოდის ენთუზიასტის წინაშე.

ღონისძიებას, შეერთებულ შტატებში იმართება. წლევანდელმა შოუმ ხაზი გაუსვა ბრენდის 23/24 შემოდგომის Cosmic Girl კოლექციას, რომელიც მოიცავს კოსმოსურ ფერებს, ვერცხლისფერ ლურჯს და შავს, კოსტიუმებში ასევე გამოსახულია კოსმოსური გოგონას პრინტი.

“აღფრთოვანებული ვარ გაგიზიაროთ, რომ ბრენდმა მიიღო ფანტასტიკური გამოხმაურება როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისგან, ასევე ენთუზიაზმით სავსე აუდიტორიისგან“, – განაცხადა დიზაინერმა მაია სირაძემ.

ქართული ბრენდი შემდეგი შოუსთვის ემზადება, რომელიც 14 ნოემბერს აშშ-ში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები