დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ფერმერებისთვის ტრენინგი თემაზე: ,,ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ ჩატარდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ მიზნით, სააგენტო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ტრენინგები თემაზე: ,,ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ 30-მდე ფერმერმა გაიარა. მონაწილეები გაეცნენ აგროტურიზმის სპეციფიკასა და პრინციპებს, დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

აგროტურიზმი დაცული ტერიტორიების მიმდებარე ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ვიზიტორებს გააცნონ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართონ; ტრენინგის მონაწილეებმა, თეორიულთან ერთად, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი დაათვალიერეს.

ტრენინგები GEF/UNDP/CNF-ის პროექტის „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებით პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ორგანიზაცია „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელი“ (GePAFN)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები