დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
„ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებული კამპანია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ოქტომბრის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია კონფერენციები და შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებთან, კიბოს სკრინინგში ჩართულ სამედიცინო პერსონალთან, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ისე – ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობით გაიმართა.