გიორგი ვოლსკი: ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა – ჩიხში შემყვანი ფორმულირებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

“უახლოეს პერიოდში შეიძლება,z განცხადება გაკეთდეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობს. რაიმე ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, ასეთი მოსაზრება არსად წერია, არავის უთქვამს. კიდევ უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულება რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე, ყოველთვის იყო მსოფლიოშიც, ევროპაშიც და ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ. შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3-ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემს პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები