ბაიდენი ადასტურებს, რომ ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას სულ მცირე 11 ამერიკელი ემსხვერპლა
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას აშშ-ის სულ მცირე 11 მოქალაქე ემსხვერპლა. შესაბამისი ინფორმაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა.
„სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ დაღუპულთა შორის იყო მინიმუმ 11 ამერიკის მოქალაქე, რომელთაგან ბევრი ისრაელში იყო დასახლებული“, – თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის წერილობით განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.