“ისრაელის მტრებმა შექმნილი ვითარებით არ უნდა ისარგებლონ” – აშშ-ის გემები ისრაელს უახლოვდებიან

აშშ-ში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში​ ავიამზიდებს, გემებს და თვითმფრინავებს გადაისვრიან, ასევე, ისრაელს დამატებით აღჭურვილობას და საბრძოლო მასალებს გადასცემენ.
ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის თქმით, ავიამზიდი USS Gerald R Ford, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო ესმინეცი რეგიონისკენ მიემართებიან.
მისივე თქმით, გაიგზავნება ასევე მოიერიშე თვითმფრინავებიც. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელს უახლოეს დღეებში დამატებითი სამხედრო დახმარება გაეგზავნება.
მათი თქმით, აშშ მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელის მტრები არ შეეცადონ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები