ჰამბურგის აეროპორტმა ირანიდან ჩაფრენილ თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერა
ჰამბურგის აეროპორტმა თეირანიდან ჩაფრენილ თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ ტელეკომპანია NDR იტყობინება.
თავდასხმის შესახებ მუქარა ფედერალურმა პოლიციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო.
საქმე ეხებოდა სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც თეირანიდან ჰამბურგში გაფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 198 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.
ამჟამად, მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გაყვანილი, ხოლო თვითმფრინავში შემოწმება მიმდინარეობს.
პოლიციის ოპერაციების გამო, აეროპორტში ფრენები შეჩერებულია.