თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი” აზიური „ოსკარის“ ნომინანტია
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი” Asia Pacific Screen Awards – ის ნომინანტია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი ორ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო ფილმი – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი და საუკეთესო ოპერატორი – კრუმ როდრიგესი.
„Asia Pacific Screen Awards ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში ყოველწლიურად იმართება. დაჯილდოების ცერემონიას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აზიურ „ოსკარსაც“ უწოდებენ. წელს ღონისძიება 1-4 ნოემბერს ჩატარდება.
„მოქალაქე წმინდანი” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. წარმატებებს ვუსურვებთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.