„ქალაქური საღამო“ – „სიცოცხლის ფესტივალის“ შემაჯამებელი გალა კონცერტი გაიმართება

9 ოქტომბერს – „სიცოცხლის ფესტივალის“ – LIFE FEST-ის შემაჯამებელ გალა კონცერტს „ქალაქური საღამო“ – თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ:  „ქართული ხმები“,  ჯგუფი „ალილო“,  „თეატრალურის კვარტეტი“, დათუნა სირბილაძე, ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
სექტემბერში მთელი მსოფლიო ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების ირგვლივ ერთიანდება. ეს ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.
მთელს მსოფლიოში იმართება ფესტივალები ამ ბავშვების მხარდასაჭერად.
საქართველოში სიცოცხლის ფესტივალის დამფუძნებელი, და უკვე მეცხრედ, ორგანიზატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები