„კრიტიკის სკოლა“ – ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

10 ოქტომბრიდან მწერალთა სახლი იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს – „კრიტიკის სკოლა“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საუბრები:
• ლიტერატურულ-მხატვრული კრიტიკის, როგორც „მოქმედი ესთეტიკის“ სპეციფიკაზე;
• ლიტერატურული კრიტიკის, როგორც ინსტიტუციის თავისებურებებზე;
• ლიტერატული კრიტიკისა და თეორიის თანამედროვე მიდგომებზე;
• ნაწარმოების ესთეტიკური და მხატვრული შეფასების კრიტერიუმებზე;
• ლიტერატურული გემოვნებისა და ლიტერატურული ველის ჩამოყალიბების პროცესებზე;
• აზრისა და სიტყვის აღქმის კულტურის ანალიზზე;
„კრიტიკის სკოლის“ კურსდამთავრებულს შეეძლება ლიტერატურული ტექსტების ჩამოყალიბებული ანალიზი, მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მიმოხილვა, ტექსტის მხატვრული და კულტურული შეფასება.
„კრიტიკის სკოლას“ გაუძღვება კრიტიკოსი, ესეისტი, კულტუროლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ანდრიაძე.
კურსი ითვალისწინებს 12 ლექციას.
მწერალთა სახლი ელის სალიტერატურო სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კრიტიკული ანალიზის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები