ირაკლი ზარქუა: პრეზიდენტს არგუმენტებით 100-ით ნულს ვუგებთ

“პრეზიდენტს არგუმენტებით 100-ით ნულს ვუგებთ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

როგორც მან “ქრონიკას” განუცხადა, პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს.

„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განცხადებები სტატუსთან დაკავშირებით არის მავნებლობა და ამას დაემატა ის, რომ კონსტიტუციასაც არღვევს და პატივს არ სცემს – ეს არის სერიოზული საფუძველი, რომ მას უარი უთხრათ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები