ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია – საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული

“სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს ქვეყნის დაქცევის რესურსი არ აქვს.

„5 წელი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნიდა თავისი საბოტაჟით ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც ის 2021 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა, მაგრამ მას არ აქვს ქვეყნის დაქცევის რესურსი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები