“გაცხადებულია, რომ დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში” – გივი მიქანაძე
“ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაველოდებით იმ ფაქტის მოხდენას, რომ თუნდაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა სასწორზე დადგეს – გაცხადებულია, რომ დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში, ზუსტად ამიტომ დავაჩქარეთ ეს პროცესი, წარმოვადგინეთ ცვლილებები, რომელიც არ ზღუდავს შეკრებების და მანიფესტაციის უფლებას”, – ამის შესახებ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
„გაცხადებულია იმის თაობაზე, რომ ეს დესტრუქცია იგეგმება ოქტომბერ-დეკემბერში, ამიტომ დავაჩქარეთ ეს პროცესი და წარმოვადგინეთ ცვლილებები, რომელიც არანაირად არ ზღუდავს შეკრებების და მანიფესტაციის უფლებას, არ ზღუდავს გამოხატვის უფლებას. პირდაპირ ორიენტირებულია საზოგადოებრივი წესრიგის მეტ დაცულობასა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებზე“,- აღნიშნა მიქანაძემ.