ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მგონი, ქალბატონ მაიას გაგების პრობლემა აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების, განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოსვლას პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტთან მიმართებით მსგავსი ტერმინის გამოყენება, როგორიცაა “საბოტაჟს ეწევა” – არ შეიძლება.
„არასწორია ქალბატონი პრეზიდენტის ასეთი ტერმინებით მოხსენიება. როდესაც ქალბატონ პრეზიდენტზე ამბობენ, რომ საბოტაჟს ეწევა და ა.შ. (რამდენჯერმე ახსენა ეს ფაქტი), ვფიქრობ, ამ დარბაზში ეს არ უნდა დაუშვათ“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
აღნიშნულს კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელს გაგების პრობლემა აქვს.
„მგონი, ქალბატონ მაიას გაგების პრობლემა აქვს. აკუსტიკურად არ გესმით, თუ შინაარსობრივად, არ ვიცი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა“,- განაცხადა კობახიძემ.