“მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე არასწორი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არის მცდელობა, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნან.

„არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როცა რევოლუციურ სცენარში ერთ-ერთი კომპონენტი იყოს სიმულაცია, შეკრებისა და გამოხატვის უფლებით გამოხატული, ამის ნიღბის ქვეშ კი იყოს არასწორი, არამართლზომიერი ქმედებები. საუბარია არამართლზომიერ, არაგონივრულ ფორმებზე. მაგალითად, როცა დროებითი კონსტრუქციის გამოყენებამ შეიძლება, ხელყოს სხვისი უსაფრთხოება. საუბარია ასეთ შემთხვევებზე. ცდილობენ, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნან, სადაც ოპოზიციას არგუმენტი არ აქვს და პიარულად ახალი ტალახის მიზეზს ეძებენ, მათ რიტორიკაში სიტყვა „რუსული“ ფიგურირებს. სხვისი უფლების ხელყოფის ხარჯზე არ უნდა იყოს შეწყნარებული კარვის გაშლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები