2020 წლის შემდეგ პირველად – პუტინი ბჟანიას დღეს სოჭში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს, 4 ოქტომბერს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებაზე “დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“.

ბჟანიას და პუტინს შორის ბოლო პირისპირ შეხვედრა ასევე სოჭში 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები