“რუსეთი რჩება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, იგი სრულად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს” – გაგლოევი ლავროვთან შეხვედრაზე

​”სამხრეთ ოსეთი რჩება რუსეთის საიმედო პარტნიორად და მზად არის შემდგომი კონსტრუქციული მუშაობისთვის”, – განაცხადა ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებაზე.

„მინდა, აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა შემდგომი კონსტრუქციული მუშაობისთვის თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, მზად არის – განიხილოს ყველა საკითხი, რომელიც ეხება რეგიონულ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ სამხრეთ ოსეთი, თავის მხრივ, რჩება სანდო პარტნიორი, სამხრეთის ფორპოსტი ძმური, ჩვენი დიდი სამშობლოსთვის“, – განაცხადა გაგლოევმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან, ბოლო 15 წლის განმავლობაში, რუსეთთან ურთიერთობამ მიაღწია “თანამშრომლობის განვითარების მაღალ დონეს ყველა სფეროში”.

„რუსეთის ფედერაცია რჩება სამხრეთ ოსეთის სანდო პარტნიორად, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი. როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, იგი სრულად ასრულებს ორმხრივი დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს ურთიერთობების ყველა სფეროში,” – თქვა გაგლოევმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრიორიტეტად რჩება რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციის კავშირების შემდგომი განვითარება და გაღრმავება. საერთო თავდაცვითი სივრცე, უშიშროება, ძალოვანი უწყებები და სხვა, რესპუბლიკის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები