პუტინი 4 ოქტომბერს ბჟანიას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ბჟანიამ სოჭში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა მოლაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები