მედიცინის დარგში 2023 წლის ნობელის პრემია გადაეცათ მეცნიერებს – კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შემუშავებისთვის.
ამის შესახებ ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
“მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცა ნუკლეოზიდური ბაზის მოდიფიკაციასთან დაკავშირებულ აღმოჩენას, რამაც საშუალება მისცა COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური mRNA ვაქცინების შექმნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეცნიერთა მუშაობა დაეხმარა Moderna-ს და BioNTech/Pfizer-ს ვაქცინების შექმნაში.
ნობელის პრემია ფიზიკაში დასახელდება 3 ოქტომბერს; ქიმიაში – 4 ოქტომბერს; ლიტერატურაში – 5 ოქტომბერს; მშვიდობის პრემია – 6 ოქტომბერს; ხოლო ეკონომიკაში 9 ოქტომბერს.