“თუ აფხაზეთის “დაბრუნება” ძალის მეთოდით გადაწყდა, გასაგებია, რა მოუვა საქართველოს” – შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, “საქართველოში დესტრუქციული ძალების საფრთხის გამო აფხაზეთი ბოლო დროს სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

“ბოლო დროს აფხაზეთი სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს საქართველოში დესტრუქციული ძალების საფრთხის გამო, რომლებიც მიტინგებზე გამუდმებით საუბრობენ „აფხაზეთის დაბრუნებაზე“. ზოგიერთ ქართველ ლიდერს აქვს ასეთი ფანტაზია, რომ შეუძლია, ძალით გადაჭრას ეს საკითხი. თუ ამას პრაგმატულად მივუდგებით, მაშინ სრულიად გასაგებია, რა მოუვა საქართველოს. ჩვენთვისაც არ იქნება კარგი, მაგრამ მათთვის კიდევ უარესი. ამიტომ, აქ უნდა იყოს რეალობის გაგება“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები