“აფხაზეთი საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობას არ გამორიცხავს” – შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის ე.წ.საკავშირო სახელმწიფოში ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობა შესაძლებელია.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

„სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებისთვის ორივე მხარის ინტერესი უნდა არსებობდეს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობით. ბელარუსს აფხაზეთის მიმართ აქვს ინტერესი. აფხაზეთში ზოგიერთი ბელარუსული პროექტი განიხილება ჩვენი კი ბელარუსში”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები